ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი „უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ხელშეკრულებას გააფორმებენ

სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება დააკმაყოფილა, აფხაზეთსა და ე.წ. სახმრეთ ოსეთს შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ.
როგორც სოხუმის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ არშბამ განაცხადა, ამ შეთანხმების ხელმოწერა უახლოეს მომავალში მოხდება.
„შეთანხმება ხელს შეუწყობს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სხვა კავშირების განმტკიცებას“, – განაცხადა არშბამ. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს შეთანხმება „აფხაზეთის ინტერესებში შედის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები