მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი წყნარი ოკეანის გადაკვეთას შეეცდება

მზის ბატარეებზე მომუშავე თვითმფრინავი Solar Impulse 2-ი, რომელსაც შვეიცარიელი ანდრე ბორშბერგი მართავს, წყნარ ოკეანეზე გადაფრენას შეეცდება. ის ამ მეტად რთულ და სახიფათო მოგზაურობას უკვე შეუდგა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, თვითმფრინავი, რომელმაც დედამიწას უნდა გადაუფრინოს, ხუთი დღის შემდეგ ჰავაის კუნძულებზე ჩაფრინდება.
წყნარი ოკეანის გადაკვეთის პირველი მცდელობა 3 კვირის წინ შედგა. თუმცა იაპონიიდან აფრენილი Solar Impulse 2 ამინდის გაუარესების გამო იძულებული იყო, უკან დაბრუნებულიყო.
ეს ფრენა არა მარტო ახალი ტექნოლოგიების, არამედ ადამიანის შესაძლებლობების გამოცდაც იქნება. წარმატების შემთხვევაში ბორშბერგი ერთდროულად რამდენიმე მსოფლიო რეკორდს დაამყარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები