ჩაფიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და მას ახალი რეზიდენციისთვის დახარჯულ მილიონებს ახსენებს

ათონელის რეზიდენციის რეკონსტრუქციაზე დახარჯულ თანხებს პრეზიდენტს, პრემიერის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძეც ახსენებს. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ის მილიონები, რომლებიც ათონელის რეზიდენციაზე დაიხარჯა, შეიძლებოდა ჯანდაცვაზე, განათლებაზე და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე დახარჯულიყო. ჩაფიძე იმედოვნებს რომ აღნიშნული საკითხი მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კვლავაც დაისმება.
„ პრეზიდენტის რეზიდენციის თემა მუდმივად დარჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პრემიერი მართალია, პრეზიდენტმა შეიცვალა პოზიცია და გადაწყვიტა, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში აღარ გადავიდეს. ასეთ შემთხვევაში გაუმართლებლად მიმაჩნია იმ მილიონების დახარჯვა, რომელიც აღნიშნული შენობის რეკონსტრუქციაზე დაიხარჯა. ეს თანხები შეიძლებოდა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე დახარჯულიყო, მაგრამ კონკრეტული რეზიდენციის რემონტს მოხმარდა. ეს თემა ასახსნელია. იმედი მაქვს, ეს საკითხი მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კიდევ ერთხელ დადგება. თუ შენობას გამოყენება არ ექნება, ამ შენობის ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები