გულშემატკივართა ნაწილი Biletebi.ge-ს მუშაობით უკმაყოფილოა – რატომ ვერ ახერხებს გულშემატკივართა ნაწილი ბილეთის შეძენას

ბილეთების შეძენას ამ დრომდე ვერ ახერხებს – რა შეფერხება აქვს Biletebi.ge-ს ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველთა ნაწილი კომპანია Biletebi-ge-ს მუშაობით უკმაყოფილოა. ერთ- ერთი ასეთი უკმაყოფილო გულშემატკივარი თორნიკე რაზმაძეა, რომელიც სხვა დანარჩენი გულშემატკივრების სახელით მოითხოვს, რომ ბილეთების გაყიდვა Biletebi-ge-ზე შეწყდეს და ბილეთების რეალიზაციის პასუხისმგებლობა ფეხბურთის ფედერაციამ აიღოს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
როგორც რაზმაძე აცხადებს, ადამიანები, რომლებიც უამრავათასკაციან რიგში აღწევენ და შედიან საიტზე ბილეთების საყიდლად, თითქმის უმრავლესობას აგდებს უკან და აბრუნებს რიგის ბოლოში.
„საიტი არ მუშაობს არანაირად გამართულად. სწორედ ამის გამო არის, რომ რამდენიმე ადამიანმა შეძლო ბილეთების შეძენა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეჩერდეს ისევ ბილეთების გაყიდვა და აიღოს უკვე პასუხიმგებლობა თავის თავზე ფედერაციამ და გაყიდოს ბილეთები ფედერაციამ, როგორც ეს აქამდე იყო“,- განაცხადა რაზმაძემ და დასძინა, რომ კომპანია Biletebi.ge დღესაც ვერ უზრუნველყოფს ბილეთების გაყიდვას, რაც, მისივე შეფასებით, უფრო დიდი უსამართლობაა, ვიდრე ლოტოტრონის პრინციპი. ცნობისთვის: Biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა სერვერის გადატვირთვის გამო რამდენიმე დღე შეზღუდული იყო. დღეს დილიდან კი ბილეთების გაყიდვა განახლდა. დილის 09:00 საათიდან ამ დრომდე დაახლოებით 250-მდე ბილეთი გაიყიდა. რაც შეეხება კომპანიის საიტის შეფერხებას, ამასთან დაკავშირებით Biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვიოლმა განმარტა, რომ ისინი ყველა პრობლემას დეტალურად სწავლობენ. „რამდენიმე მომხმარებელმა მოგვმართა, რომ რიგის გასვლის შემდეგ გამოაგდო პროგრამიდან, თუმცა მაგ დეტალსაც ვიკვლევთ“,-განაცხადა ჩხიკვიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები