მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
მდინარე მტკვარის მარცხენა საპიროზე სამძებრო-საძიებო სამუშაოები დილიდან განახლდა. მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
სანაპიროზე იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრები. მაშველებმა მდინარეში რამდენიმე ცხოველის ლეშს მიაგნეს, თუმცა რა ტიპის ცხოველია, ამ ეტაპზე გაურკვეველია. არ გამოირიცხება, რომ ერთ-ერთი მათგანი დათვიც იყოს.
„ამ ეტაპზე აღმოჩენილია ავტომობილის რამდენიმე საბურავი. მტკვრის კალაპოტი ეტაპობრივად იწმინდება. ასევე სამძებრო სამუშაოები ქვემო ქართლის რეგიონში გრძელდება. არის ფაქტები, როდესაც ჩვენმა თანამშრომლებმა დაინახეს ძაღლების ლეში, მათ შორის შემჩნეულია დათვის ლეში, მაგრამ ეს ყველაფერი სავარაუდოა“, – განაცხადა საგანეგბო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა.