სუპერთასის ბილეთების შესყიდვის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის არცერთ რაიონს არ შეეზღუდება
უეფას სუპერთასის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით კომპანიამ დღევანდელი გეგმური სარემონტო სამუშაოები გადადო. როგორც სააქციო საზოგადოება “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის არცერთ რაიონს არ შეეზღუდება.
“სს “თელასმა” გაითვალისწინა საზოგადოების მაღალი ინტერესი უეფას სუპერთასის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით. კომპანიამ გადადო დღევანდელი გეგმური სარემონტო სამუშაოები და, აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის არცერთ რაიონს არ შეეზღუდება”, – აღნიშნულია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.