ასოციაცია „ანიკა“ სტიქიისგან დაზარალებულთათვის გამოფენა-გაყიდვას აწყობს
ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვას ჩაატრებენ. გამოფენა- გაყიდვა, 5 ივლისს, 16:00 საათზე, დედაენის ბაღში მოეწყობა.
გამოფენაზე „ანიკას“ ბენეფიციარების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი: ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, მაისურები, ჩანთები.
შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.
„შემოუერთდით ჩვენს ბენეფიციარებს, ერთად შევიკრიბოთ დედაენის ბაღში! სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს კიდევ და კიდევ სჭირდებათ ჩვენი დახმარება!“, – აცხადებენ ასოციაცია „ანიკაში“.