დიდუბის რაიონში, 6 მისამართზე სახლების რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონში, ვახტანგ და ეგნატე ფიფიების ქ.N5-ში ავარიული სახლის საძირკვლის, სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის კედლების გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა.
ასევე წერეთლის გამზირზე, N3 კორპუსსა და სოხუმის ქ. N8-ში გორის შესახვევ N6-სა და N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში საძირკველი გამაგრდა, ხოლო თევდორე მღვდლის ჩიხი 1. N5-ში საძირკველის გამაგრებასთან ერთად, სარდაფისა და პირველ სართულს შორის სეისმური სარტყლისა და სართულშუა გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა.
საცხოვრებელი სახლების გამაგრებით სამუშაოებს რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 90%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, სამუშაოების 10%-ს იხდის. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი პროექტები დიდუბის რაიონის გამგეობამ 136 887 ლარით დააფინანსა.
ივნისის თვეში დიდუბის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 77 განცხადებაა შესული. ამხანაგობების მიერ შეტანილი განცხადებების განხილვა და დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები