მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა. მხარეებმა განიხილეს ტყით და წიაღისეულით სარგებლობის სამართლებრივი აქტები.
მსგავსი შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინირებულ მუშაობას, ასევე, რესურსებით სარგებლობის მინიმალური გამოყენების მექანიზმების შემუშავებას.