„კომერსანტი“ – ჩერნოგორია ნატოში შეიძლება 2015 წელს მიიღონ

გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ნატოს შეიძლება ახალი წევრი დაემატოს. ეს ჩერნოგორია გახდება. გამოცემის ინფორმაციით, ჩერნოგორია ნატოში 2016 წლის ივლისის ნაცვლად უკვე 2015 წლის დეკემბერში შეიძლება გაწევრიანდეს. ამ წყაროს ანალიტიკოსთა აზრით. ჩერნოგორია ნატოში გაწევრიანების ყველაზე რეალური კანდიდატია. გამოცემის ინფორმაციით, ბრატისლავაში გამართულ GLOBSEC-ის ფორუმზე ჩერნოგორიამ მიიღო ნათელი სიგნალი, რომ ნატოს მომავალი წევრი სწორედ ის გახდება.
„არსებობს სერიოზული მიზეზები, რის გამოც ჩერნოგორია ნატოს წევრი გახდება“, – განაცხადა ფორუმზე ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა. რამდენიმე წლის წინ რუსეთის ელჩმა მეზობელ სერბეთში ალექსანდრე ჩეპურინმა ნატოში ჩერნოგორიის შესაძლო გაწევრიანებაზე საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა: „პოლიტიკაში, ისევე როგორც სხვაგან, არსებობენ მაიმუნები. ეს მოდასავით არის, ჯერ ამას ვიღაცა შეგნებულად აკეთებს და შემდეგ სხვები მას მიყვებიან, იმიტომ რომ ბანანის იმედი აქვთ“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა. ამის შემდეგ ჩერნოგორიის დედაქალაქში მიტინგები გაიმართა, რომელთა პლაკატებზე იყო წარწერა: „სჯობს ბანანი ხელში, ვიდრე რუსული ჩექმა კისერზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები