ფესტივალი „არტ-გენი 2015“ ხვალ გაიხსნება

ფესტივალი „არტ-გენი 2015“ ხვალ, 28 ივნისს, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში რეგიონული ტურნეთი გაიხსნება.
ფესტივალი დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება, სადაც მოეწყობა ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ქართული სამზარეულო და „შავფაროსნების“ წარმოდგენა.
5 ივლისს კი ფესტივალი დაბა სურამში, ბაიანთხევის ტყე – პარკში გადაინაცვლებს. სურამში ფესტივალზე ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებისა და ტრადიციული გამოფენების გარდა, „ფრანის“ და ანსამბლ „ჩვენებურების“ კონცერტი გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, წლვანდელი ფესტივალის მთავარი თემა ბიბლიოთეკა და წიგნია. სწორედ აღნიშნული თემიდან გამომდინარე, 3 ივლისს ფესტივალი „არტ-გენის“ ორგანიზატორებსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება და ფესტივალის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოეწყობა.
„არტ-გენის“ დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 19-26 ივლისსს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები