სოფელ დიცის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გოჩა ბერუაშვილი გაათავისუფლეს. რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროების მიერ, სოფელ დიციდან გატაცებული გოჩა ბერუაშვილი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. გოჩა ბერუაშვილი გორის რაიონის სოფელ შავშების მკვიდრია. როგორც გორის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, გოჩა ბერუაშვილის გათავისუფლება მოკლე დროში მოხდა, რადგან შს სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად იმოქმედეს.
„საკმაოდ ოპერატიულად ჩაერთო შს სამინისტროს ყველა სტრუქტურის წარმომადგენლები. საქმის კურსში იყო ევროკავშირის წარმომადგენელობა. ასევე ეს საკითხი, იყო განხილვის ძირითადი თემა, რომელიც ერგნეთში გუშინ გაიმართა. სწორედ ამიტომ ოპერატიულად მოხდა გოჩა ბერუაშვილის გათავისუფლება“, – აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები