ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა დიდი ბრიტანეთის „ჯაშუში“ გამოავლინა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელს ლარისა სოტიევას ადგილობრივი უშიშროების სამსახურები ბრიტანულ დაზვერვასთან კავშირში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ლარისა სოტიევა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახორციელებდა პროექტებს, რომლებიც „რუსეთ-სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დისკრედიტაციას ახდენდა“.
ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, სოტიევა, რომელიც პროგრამა „ევრაზიაში“ შემავალი ფონდ ის „International Alert”-ის უფროსი თანამშრომელია, კერძო ვიზიტის საბაბით სამხრეთ ოსეთში ზოგიერთი პროექტის ინსპექტირებას ახდენდა.
„სოტიევა გეგმავდა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ექსპერტების მუშაობის ინიცირებას, რომლებიც მზად არიან, შეხვდნენ საქართველოს წარმომადგენლებს და მონაწილეობა მიიღონ პროგრამებში, რომლებიც სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობას უარყოფს“, – აცხადებენ ე.წ. უშიშროების სამსახურში. სოტიევას ოფიციალური გაფრთხილება მიეცა, რადგანაც ის „სამხრეთ ოსეთის ეროვნული ინტერესების“ წინააღმდეგ ქმედებებს ახორციელებდა – იტყობინება სააგენტო „სპუტნიკი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები