ოკუპირებულ აფხაზეთში წყალდიდობა მოხდა

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს წყალდიდობა მოხდა. კოკისპირული წვიმების შედეგად მდინარეები ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა. სააგენტო „სპუტნიკი“ დასახლება გიაჩრიფშის (ქართულად ლესელიძე) მაცხოვრებლების ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვით ქუჩები და სახლები წყლით არის სავსე.
„ყველა სახლი და ქუჩა 15 წუთში წყალმა დაფარა. სახლები, ქუჩები, მანქანები, ყველაფერი ჩაიძირა, წყალი შევიდა სარდაფებში, კანალიზაცია გაიჭედა, ეს ნამდვილი კატასტროფაა“, – განუცხადა „სპუტნიკს“ გიაჩრიფშის მკვიდრმა ზინაიდა ვარვაშტიანმა.
წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ სამაშველო სასმახურებმა მათ არანაირი დახმარება არ აღმოუჩინეს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, გაგრაში ერთი საათის განმავლობაში ერთი თვის ნალექის ნორმა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები