საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

29 ივნისის ჩათვლით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,ზოგან შესაძლებელია ძლიერ იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რაიონებში დაიკლებს, თუმცა უმნიშვნელოდ, 29 ივნისიდან ტემპერატურა კვლავ მოიმატებს“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები