წყალდიდობის გამო ოკუპირებული აფხაზეთის და რუსეთის “საზღვართან” მრავალკილომეტრიანი საცობებია

სოჭში და ადლერში გადაუღებელი წვიმების გამო ოკუპირებულ აფხაზეთს და რუსეთს შორის ე,წ, საზღვარზე 5-კილომეტრიანი საცობი წარმოიშვა.
აფხაზეთში დატბორილია რუსეთისკენ მიმავალი საავტომობილო ტრასა.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სოჭში დატბორილია მაღაზიები, კერძო სახლების პირველი სართულები და ავტოგასამართი სადგურები.

დე ფაქტო აფხაზეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, გაგრის რაიონში დილის საათებში ერთი თვის ნალექების ნორმა დაფიქსირდა.
სოჭში შემოღებულია საგანგებო სიტუაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები