თბილისის საკრებულო 200 000 ლარს სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადარიცხავს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო 200 000 ლარს სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადარიცხავს.

საკრებულოს ინფორმაციით, დედაქლაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და ფრაქცია „ქართული ოცნება –კონსერვატორების“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე ჭადრაკის ფედერაციის ჟურნალის „საჭადრაკო სამყაროს“ პრეზენტაციას დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ალიბეგაშვილმა ფედერაციის წარმომადგენლებს ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემა მიულოცა და ამასთან, მოწვეულ სტუმრებს 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა სოლიდარობისათვის მადლობა გადაუხადა.

„მისასალმებელია, რომ ჩვენი საზოგადოება ასე აქტიურად არის ჩართული იმ პროცესებში, რასაც ჩვენი თანამოქალაქეების სოლიდარობა ჰქვია. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ თბილისის საკრებულომ შიდა რესურსი გამონახა და 200 000 ლარს სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადარიცხავს“,-განაცხადა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ.

პრეზენტაციის პარალელურად, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა, ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკეების ავტოგარფებით საჭადრაკო ლიტერატურის, ჟურნალებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ჟურნალ „საჭადრაკო სამყაროსა“ და დღეს გაყიდული სუვენირებიდან შეგროვილი თანხა თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები