კინომსახიობთა თეატრი გორის „კომედიის ფესტივალის“ ჯილდოს სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხავს
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი გორის „კომედიის ფესტივალზე“ მაყურებლისა და ჟიურის წინაშე სპექტაკლით „მაცეკვე ტანგო“ წარდგა. ჟიურის გადაწყვეტილებით, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი გრან–პრის მფლობელი გახდა და ჯილდოდ მიიღო ფულადი პრემია 2000 ლარის ოდენობით. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და სპექტაკლის – „მაცეკვე ტანგოს“ მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სურვილით ჯილდოდ მიღებული მთლიანი თანხა გადაირიცხება 13 ივნისს სტიქიის დროს დაზარალებულთათვის სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე .