ეკონომიკის სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი 26 ივნისს სრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი 26 ივნისს სრულდება, ამიტომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შენობის შესყიდვით დაინტერესებულ პირებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს.
სისაურის თქმით, საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განსაზღვრულია 6 მილიონი აშშ დოლარით.
“ძირითადი საინვესტიციო ვალდებულებაა მყიდველის მიერ 3 წლის ვადაში არა ნაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქონებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია. სააგენტოში უკვე ოფიციალურად დაფიქსირდა რამდენიმე კომპანიის განაცხადი უძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ გამოცხადებული აუქციონი სრულდება ა.წ 26 ივნისს და დარჩენილი ორი დღის ვადაში ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ”, – ეკატერინე სისაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები