შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის” თანამშრომლებმა სტიქიით დაზარალებულთათვის 20 000 ლარი შეაგროვეს
შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” თანამშრომლებმა 15 ათასი ლარი სტიქიით დაზარალებულთა ანგარიშზე, 4 ათასი ზოოპარკის, 1 000 კი ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ანგარიშზე გადარიცხეს. კომპანია იზიარებს თბილისში 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპული და დაზარალებული ოჯახების ტრაგედიას და თანაუგრძნობს ყველა დაზარალებულსა და უსახლკაროდ დარჩენილს. კომპანიის თანამშრომლების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მათ ხელფასებიდან სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით თანხა შეაგროვეს, რომელიც დაზარალებულთა, ზოოპარკისა და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ანგარიშებზე უკვე გადაირიცხა.
“გამოვთქვამთ უდიდეს მწუხარებას, რომ ბავშვებისა და მოზრდილების საყვარელი თავშეყრის ადგილი – ზოოპარკი თითქმის მთლიანად განადგურებულია. აღარ არსებობს ასევე ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. თითოეული ჩვენგანისთვის ეს დიდი ტკივილია. ვინაიდან კომპანია იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში და არ გააჩნია ფინანსური დახმარების ან ქველმოქმედების გაწევის უფლება, ამიტომ კომპანიის თანამშრომელთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დაზარალებულთა დასახმარებლად ხელფასებიდან შეგროვდა 20 000 ლარი. აღნიშნული თანხა გადანაწილდა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ანგარიშზე გადაირიცხა 15 ათასი ლარი, ზოოპარკის ანგარიშზე – 4 ათასი ლარი, ხოლო ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს გადაერიცხა 1 000 ლარი”, – აღნიშნულია შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” განცხადებაში.