მტკვრის მიმდებარედ ენოტის ლეში აღმოაჩინეს

„მტკვრის მიმდებარედ ენოტის ლეში აღმოაჩინეს“,-ამის შესახებ ინფორმაცია სტიქიის ზონაში მყოფ თბილისის მერს დავით ნარმანიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
დედაქალაქის მერს აღნიშნული ინფორმაცია მზიურის პარკში განთავსებულ საგანგებო შტაბში ყოფნისას გადასცეს. დავით ნარმანიამ დღეს „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და თითქმის ყველა უწყებიდან ბოლო ინფორმაცია მოისმინა.
„გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 130-ზე მეტი თვითმცლელი ავტომანქანა მუშაობს, რათა ნაშალი მასალა იქნას გატანილი და ასევე დინების მიერ მოტანილი ხის მასა, რომელსაც ვასაწყობებთ საშეშედ. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურ რეჟიმში უკვე გარკვეული ტერიტორიების აღდგენასთან დაკავშირებით აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ, კერძოდ, ზოოპარკის ტერიტორიაზე სანიაღვრე წყლის კოლექტორი წესრიგდება“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები