ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში კონტრაბანდული ჩაის შეტანას ცდილობდნენ

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში კონტრაბანდული ჩაის გადატანას ცდილობდნენ. როგორც რუსეთის სამხრეთ საბაჟო სამმართველოს თანამშრომლებმა სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადეს, არადეკლალირებული ჩაის პარტია ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე აღმოაჩინეს. საბაჟო დეკლარაციაში 914 კილოგრამი ჩაი იყო დაფიქსირებული. ავტომანქანის შემოწმების შემდეგ მებაჟეებმა კიდევ 153 კილოგრამი ჩაი აღმოაჩინეს. ხუთი ტომარა ჩაი გადამზიდავს ჩამოართვეს და ის საბაჟო ექსპერტიზაზე გააგზავნეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დამრღვევი ფირმის მიმართ ადმინისტრაციული გამოძიებაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები