ჩრდილოეთ კავკასიელმა ისლამისტებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცეს
ჩრდილოეთ კავკასიელმა ისლამისტებმა, რომლებსაც რუსეთში „ბოევიკებს“, ხოლო საკუთარ თავს ისინი აიატაკქვეშეთის წევრებს უწოდებენ, „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ინტერნეტში შესაბამისი მიმართვაც გავრცელდა. მიმართვაში ნათქვამია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ და „იმარატ კავკაზი“ კავშირს ქმნიან. საუბარია დაახლოებით 15 ათას მებრძოლზე, რომლებიც „იმარატ კავკაზში“ შედიან. მანამდე გავრცელებულ მიმართვაში საუბარი იყო იმაზე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დროშების ქვეშ ჩეჩნეთის ყველა „ბოევიკი“ დადგება. ახლა კი მათ ინგუშეთის, დაღესტნის, ასევე ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის იატაკქვეშეთის წარმომადგენლებიც დაემატნენ.