სააკაშვილი – რუსეთი პროექტ „ბესარაბიას“ ახორციელებს

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვი პროექტ „ბესარაბიას“ ახორციელებს, რომლის მიზანია ოდესის მოსახლეობაში რუსული გავლენის გაძლიერება. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ ICTV-ის გადაცემა „სიტყვის თავისუფლების“ ეთერში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ამ პროექტის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომ ოდესის ოლქში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხოლოდ რუსულ არხებს უყურებს.
„მე მრცხვენია ამაზე საუბარი, მაგრამ უკრაინულ ბესარაბიაზე ბოლო დრომდე ვლადიმერ პუტინი უფრო მეტს ფიქრობდა, ვიდრე ჩვენი მთავრობა“,- აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბესარაბიაზე უკრაინიდან რუმინეთში, ანუ ევროკავშირში სტრატეგიული გზა გადის. გუბერნატორის აზრით, ბესარაბიის მოსახლეობა დღეს ფაქტობრივად იზოლირებულია, ვინაიდან მას „მხოლოდ ხარბ ჩინოვნიკებთან და საშინელ გზებთან უწევთ შეხება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები