ნოდარ ხადური: საგადასახო შემოსავლები 200 მილიონით ნაკლები იქნება
„ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნაცვლად 5 პროცენტისა, იქნება 2 პროცენტი“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებულ ნორმას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 3 პროცემტამდე იქნება.
მისივე თქმით, ვინაიდან, ბიუჯეტის ეკონომიური ზრდა არ იქნება შესაბამისი, სამთავრობო უწყებები უარს ამბობენ დაფინანსებაზე, რომელიც სხვა საქონელსა და მომსახურებას გულისხმობს.
„ჩვენ მოგვიწევს გარკვეულ ხარჯებზე უარის თქმა. თუმცა, ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ მთავარი არის ის, თუ რამდენად შემცირდება ან გაიზრდება ბიოუჯეტი, არამედ, რამდენი იქნება ბიუჯეტის დეფიციტი. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტიუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს უცხოელ კოლებთან და ჩვენ ვიცავთ პირობას, რომელიც მივეცით საზოგადოებას და პირობას, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი უნდა იყოს დაახლოებით 3 პროცენტი. შესაბამისად, ჩვენ გადავხედეთ სიტუაციას და ვხედავთ, რომ ეკონომიური ზრდა არ იქნება შესაბამისი, დაახლოებით 200 მილიონით ნაკლები იქნება საგადასახო შემოსავლები. თუმცა, ერთიც მინდა ავღნიშნო, რომ საგადასახადო შემოსავლების, ანუ ამ დანაკლისს ავსებს, ე.წ. მეოთხე თაობის კავშირგაბმულობის ლიცენზიები – 150 მილიონი ლარით და ასევე 40 მილიონით გაზრდილი გრანტები. შესაბამისად, დანარჩენი სახსრები რომლებიც შემოვა იქნება უფრო მეტი ვიდრე ჩვენ ვითვალისწინებდით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევამციროთ მიმდინარე ხარჯები, ასევე, სამინისტროებისა და უწყებების დაფინანსებაში, სხვა საქონელი და მომსახურება. შესაბამისად, ასეთმა ხარჯმა შეადგინა 70 მილიონი ლარი“, – აცხადებს ნოდარ ხადური.