ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა (live)
სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა. ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ხალხი ისევ შეიკრიბა.
დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომასთან ერთად იმ 237 ადამიანის გათავისუფლებასაც მოითხოვენ, რომლებიც პოლიციამ აქციის დროს დააკავა.
რაც შეეხება უკვე დარბეულ აქციას, შედეგები მძიმეა. დაშავებულია 30-მდე ადამიანი, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებულია 200-ზე მეტი მოქალაქე, მათ ნაწილთან ადვოკატებს არ უშვებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, მშვიდი აქცია გამართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ დაშლაზე საუბრობენ.