ირანმა და სირიამ უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აბდოლრეზა რახმანი ფაზლიმ და მისმა სირიელმა კოლეგამ მოჰამად იბრაჰიმ აშ შაარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას უსაფრთხოების სფეროში. ამის შესახებ მათ თეირანში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. გენერალი აშ შაარი ირანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საუბარია სირიის მთავრობისთვის ქვეყანაში მოქმედ სხვადასხვა დაჯგუფებასთან ბრძოლაში დახმარებაზე. ყველაზე აქტიური დაჯგუფებებია: „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯებხათ-ან-ნუსრა“. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა სირიაში 15 ათასი მებრძოლი გააგზავნა ისლამისტებთან საბრძოლველად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები