პაკისტანში დაღუპულთა რაოდენობამ 600-ს მიაღწია
პაკისტანში ანომალიური სიცხის გამო დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 600-ს მიაღწია. დაღუპულთა უმეტესობა ქალაქ კარაჩიშია. მდგომარეობას ართულებს პაკისტანში ელექტროენერგიის მრავალსაათიანი შეწყვეტა. სინდის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაზარალებულთა დასახმარებლად საჯარისო ნაწილები არიან მობილიზებულნი. პაკისტანის საავადმყოფოები მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმზე გადავიდნენ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სიცხე მუსულმანებისთვის წმინდა თვეს – რამადანს დაემთხვა, რომლის დროსაც მორწმუნეები დღისით საკვების და სასმელის მიღებაზე უარს ამბობენ.
შეგახსნებთ, რომ მაისის ბოლოს ინდოეთში ანომალიური სიცხის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.