რაულ ხაჯიმბა ოკუპირებულ აფხაზეთში ტექდათვალიერების გაუქმების ინიციატივით გამოდის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა კერძო ავტოტრანსპორტზე ტექდათვალიერების გაუქმების ინიციატივით გამოდის, პარალელურად შესაბამის სტრუქტურებს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებზე მომუშავე ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების რეგულარულად ჩატარებას ავალებს. ეს განცხადება ხაჯიმბამ სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის გააქტიურებას ეხება. კერძოდ, მან აფხაზეთის ე.წ. მილიციის წარმომადგენლებს ოკუპირებული რეგიონის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში საკურორტო სეზონის დაწყების გამო რეგულარული პატრულირება და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება დაავალა.
გარდა ამისა, ხაჯიმბა გამოდის ინიციატივით, იმ ავტოტრანსპორტის მძღოლები, რომლებიც ავტოტრანსპორტს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ, გარკვეულ შემთხვევებში დააპატიმრონ, ხოლო ავტომანქანა ჩამოერთვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები