ავიაკატასტროფაში ფილმ „ტიტანიკის“ კომპოზიტორი დაიღუპა
კალიფორნიაში მომხდარ ავიაკატასტროფაში ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი ჯეიმს ჰორნერი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალი Hollywood Reporter-ი იუწყება. მცირე ზომის თვითმფრინავი S-312 Tucano, რომელსაც თავად ჰორნერი მართავდა, სანტა-ბარბარას სიახლოვეს ჩამოვარდა. ამის შემდეგ მას ხანძარი გაუჩნდა.
გამოცემის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ კომპოზიტორი იმყოფებოდა. ჯეიმს ჰორნერმა მუსიკა 100 მხატვრული ფილმისთვის დაწერა. მათ შორის ისეთი ცნობილი ნამუშევრებია, როგორიცაა „მამაცი გული“, „აპოლო-13“, „ზოროს ნიღაბი“, „მტერი კარიბჭესთან“, „აპოკალიპტო“, „ავატარი“. ფილმ „ტიტანიკისთვის“ დაწერილი მუსიკისთვის მან ორი „ოსკარი“ მიიღო. ბოლო დროს კომპოზიტორი ფილმ „ავატარის“ სიკველისთვის მუსიკაზე მუშაობდა.