ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი იმპორტისთვის აკრძალული პროდუქტების სიას აფართოებს

ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საპასუხოდ მოსკოვი იმპორტისთვის აკრძალული პროდუქტების სიას აფართოებს. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა უკვე მოამზადა. ახალი სიის შემუშავება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა. მასში, სავარაუდოდ, შევა თევზის კონსერვები და ყველის ნაწარმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ გადაწყვეტილებას ადეკვატური რეაგირება უწოდა. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი სასურსათო ემბარგოს ნახევარი წლით გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები