„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიაში ორი მოზარდი სიკვდილით დასაჯეს

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ორი მოზარდი სიკვდილით დასაჯეს, რომლებმაც მუსულმანებისთვის წმინდა დღესასწაულ რამადანის დროს დღის საათებში საკვების მიღება გაბედეს.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ტრაგედია დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში მოხდა. ექსტრემისტებმა ბიჭები ჩამოახრჩვეს და მათი ცხედრები ასე დატოვეს, რომ მათ თანასოფლელებს ჭკუა ესწავლათ. ყველა მუსულმანისთვის წმინდა მარხვის თვე 18 ივნისს დაიწყო. 30 დღის განმავლობაში ყველა მორწმუნე საკვებზე, სასმელზე, მოწევაზე და ინტიმურ სიახლოვეზე დღის განმავლობაში უარს ამბობს. მარხვა გამთენიისას იწყება და მზის ჩასვლამდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები