გერმანიის თავდაცვის მინისტრი – სჯობს, მოსკოვს ძალის პოზიციიდან ვესაუბროთ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი მხარს უჭერს დასავლეთის გეგმებს, რომელიც სამხედრო არსენალის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
„მოსკოვთან უკეთესია ძალის პოზიციიდან საუბარი“, – განაცხადა მან გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში.
გერმანელი მინისტრის თქმით, კრემლის მუქარას ბირთვული არსენალის განახლების შესახებ ნატო მტკიცედ და აუღელვებლად უნდა შეხვდეს. ამასთანავე, ლაიენი აცხადებს, რომ უსაფრთხოების მდგომარეობის ცვლილება შესაბამისი ზომების გატარებას მოითხოვს. გარდა ამისა, გერმანიის თავდაცვის მინისტრის აზრით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ალიანსი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უნდა დაეხმაროს. „ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ათწლეულების მანძილზე გერმანიას ასევე ნატო იცავდა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები