დავით სერგეენკო: ამ დილის მონაცემებით, ტეტანუსის აცრა 2 000-მდე ადამიანმა გაიკეთა

ამ დილის მონაცემებით, ტეტანუსის აცრა თბილისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა 2 000-მდე ადამიანმა გაიკეთა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში, როგორც „თბილწყალკანალის“, ისე სურსათის უვნებლობის სააგენტო მკაცრად აკონტროლებდა სასმელი წყლის ხარისხს.

“პრევენციული ღონისძიებები ორ ნაწილად იყოფა, პირველი იმ რისკების მინიმუმადე დაყვანაა, რომელმაც შეიძლება ინფექციის გადაცემა ან საწარმოო ტრავმა გამოწვიოს. ეს რისკები პრაქტიკულად ნულთან ახლოსაა ჩამოყვანილი, რადგან მოხალისეები სამუშაოდ ისეთ არეალში გადანაწილდნენ, სადაც რისკი დაბალია. რაც შეეხება პრევენციის მეორე მიმართულებას, ეს არის ვაქცინაცია. ამ დილის მონაცემებით, ტეტანუსის აცრა 2 000-მდე ადამიანმა გაიკეთა. მთელი ამ დღეების განმავლობაში, როგორც „თბილწყალკანალის“, ისე სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ მკაცრად გაკონტროლებული იყო სასმელი წყლის ხარისხი. საბედნიეროდ, წყლის დაბინძურების არც ერთი შემთხვევა არ აღმოჩნდა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები