ერევანში პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია (ფოტოკოლაჟი)
ერევნის ცენტრში დღეს დილით პოლიციამ მიტინგი დაარბია, რომლის მონაწილეები ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას აპროტესტებდნენ. მარშალ ბაგრამიანის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შემდეგ მომიტინგეთა ნაწილმა ოპერის თეატრისკენ გადაინაცვლა. აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების კომისიამ ელექტროენერგიაზე ტარიფი გაზარდა 6,93 სომხურ დრამამდე. ამ ზომამ, რომელიც 1-ლი აგვისტოდან უნდა შევიდეს ძალაში, მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელსაც მიაჩნია, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა პირველადი მოხმარების საქონლის და მომსახურების ფასების ზრდას გამოიწვევს. ამის გამო რამდენიმე ათასი ადამიანი ერევანში, ბაგრამიანის გამზირზე შეიკრიბა, სადაც სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის რეზიდენცია მდებარეობს.