ევროპარლამენტი სავიზო კოდექსში ცვლილებების შეტანას აპირებს

 

ევროპარლამენტი ევროკავშირის სავიზო კოდექსში ცვლილებების შეტანას აპირებს, რათა ევროპა კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “დოიჩე ველე” იუწყება.

კოდექსში ცვლილებების პროექტი ევროპარლამენტს ევროდეპუტატმა სლოვენიიდან ტანია ფაიონმა წარუდგინა. ამავე ინფორმაციით, კოდექსში ცვლილებები აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზის გაცემის გამარტივებულ პროცედურებს ითვალისწინებს.

“არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი მოგზაურთათვის, ახალგაზრდებისა და ბიზნესმენებისთვის. ევროპა დღეისთვის რჩება ნომერ პირველ მიმართულებად ტურიზმისთვის, მაგრამ საბაზრო წილი მკვეთრად დაეცა. ამიტომაც გვჭირდება ვიზების გაცემის გამარტივება”, – განაცხადა ტანია ფაიონმა.

ფაიონის პროექტი ევროპარლამენტს ივლისის დასაწყისში წარედგინება და ამის შემდეგ, დეპუტატები განიხილავენ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი კოდექსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები