პაკისტანში ანომალიური სიცხის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 224-ს მიაღწია
ბოლო მონაცემებით, პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ანომალიური სიცხის გამო უკვე 224 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დაღუპულთა უმეტესობა 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, თუმცა გარდაცვლილთა შორის 6 ქალი და 5 ბავშვიც არის.
შაბათ-კვირას პაკისტანის სინდის პროვინციაში ტემპერატურა 48 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ მეზობელ ინდოეთში მაისის ბოლოს ანომალიური სიცხის შედეგად, როდესაც ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია, 2 000 ადამიანი დაიღუპა.