დედამ ერთი შვილი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა

აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში დედამ 1 წლის შვილი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა. გამოცემა Milli.az-ის ცნობით, განჯის მკვიდრი სადათაგ ბაბაევა 17 წლისაა და მან დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა.
გამოძიების ინფორმაციით, ბაბაევას მეუღლემ რამალ ალიევმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგ სახლიდან წავიდა. ამის მერე მან ძლიერი ემოციური განცდის ფონზე ორივე შვილს დანით ჭრილობები მიაყენა. სადათაგ ბაბაევას სამი წლის შვილმა ქუჩაში გაქცევა მოახერხა და მეზობლებმა ის საავადმყოფოში წაიყვანეს. მეორე შვილი კი პირდაპირ დედის ხელში გარდაიცვალა. ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სადათად ბაბაევა დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები