უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოლიდური თანხით დააჯარიმა

29 მარტს საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე მომხდარი ინციდენტების გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ქართულ მხარეს სოლიდური ფულადი ჯარიმა დააკისრა.
უეფამ, ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩის დროს, მინდორზე ფანების შეჭრის გამო, ასევე სტადიონზე გამოყენებული პიროტექნიკის მიზეზით და აკრედიტაციის სისტემისა თუ სტიუარდების გაუმართავი მუშაობის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 50 ათასი ევროთი დააჯარიმა.
ფედერაციის დღევანდელ შემადგენლობას მოუწევს ამ ჯარიმის გადახდა, თუ წლის ბოლოს არჩეულ ახალ ხელმძღვანელებს დაედებათ სანქცია ვალად, ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები