ოკუპირებულ აფხაზეთში 700- ზე მეტი მოხელე სამსახურიდან დაითხოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში 700-ზე მეტი მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ირაკლი ხინთბამ განუცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „შტატის ოპტიმიზაციისა და სახელმწიფო მოწყობის რეფორმაზე მიუთითებს“.
„ჩვენთან ხშირად ერთი ადამიანის საქმეს ხუთი ან ექვსი პირი ასრულებს, ამის გამო კი შესრულებული სამუშაოს ხარისხი ძალზე დაბალია“, – განუცხადა ხინთბამ „სპუტნიკს“. ამასთანავე, მისი თქმით, ეს შემცირება ბოლო არ იქნება, რადგანაც ეს „სახელმწიფო მმართველობისთვის ძალზე ეფექტიანი გადაწყვეტილებაა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები