დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის სანქციებს სანქციებითვე უპასუხებს

რუსეთი მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაუსაბუთებელს უწოდებს და ამ ზომების ინიციატორი არასოდეს ყოფილა, მაგრამ სანქციებს ის ანალოგიური ზომებით უპასუხებს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ამ პრაქტიკის გაგრძელება ეწინააღმდეგება არა მარტო რუსეთის შიგნით მოქმედი კომპანიების ინტერესებს, არამედ ევროპის სახელმწიფოთა მოქალაქეთა ინტერესებსაც. 2014 წლის მარტიდან დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო სანქციები რამდენჯერმე დააწესეს. 2015 წლის მარტში ევროკავშირმა და აშშ-მ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები