უკრაინის აღმოსავლეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 3 კი დაიჭრა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 3 კი დაიჭრა. ამის შესახებ ბრიფინგზე ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტერორისტებმა უკრაინის შეაიარაღებული ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები 85 -ჯერ დაბომბეს. ყველაზე დაძაბული მდგომარეობა კვლავ დონეცკის მიმართულებით შეინიშნება, სადაც პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 52-ჯერ დაირღვიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები