Biletebi.ge – შევეცდებით, ბილეთების გაყიდვა დღის ბოლოს დაიწყოს
„შევეცდებით, ბილეთების გაყიდვა დღის ბოლოს დაიწყოს“,-ამის შესახებ „რუსთავი 2“-თან საუბრისას biletebi.ge-ს ადამინისტრაციის წარმომადგენელმა დავით მიზანდარმა განაცხადა.
როგორც ინტერნეტმაღაზიის ხელმძღვანელობა ამბობს, UEFA-სთან გაფორმებული კონტრაქტი არ დაირღვევა, თუ საიტზე ბილეთების გაყიდვა დღეს ვერ მოხერხდა. რაც შეეხება გუშინ საიტზე ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას, ინტერნეტმაღაზიაში ამბობენ, რომ ბილეთები მათ თავად შეიძინეს და საიტი დატესტეს. biletebi.ge-ში აცახდებენ, რომ საიტის გათიშვის მიზეზი კიბერშეტევა და ერთდროულად 50 ათასი მომხმარებლის შემოსვლა გახდა. თუმცა დავით მიზანდარს უჭირს გააკეთოს განცხადება, რომელი ქვეყნიდან მოხდა კიბერშეტევა მათ ვებგვერდზე.
ცნობისთვის: UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო. დღეს დილიდან კი მატჩზე დასწრების მსურველებმა საიტზე ბილეთების ყიდვა ვერ შეძლეს. „ბარსელონას” და “სევილიას” მატჩი თბილისში 2015 წლის 11 აგვისტოს არის დაგეგმილი.