ირაკლი აბესაძემ და თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ და ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ირაკლი აბესაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი 44 მილიონ 700 000 ლარით იზრდება და მისი მოცულობა 912 მილიონი ლარით განისაზღვრება.
მისივე თქმით, შიდა გადანაწილების გათვალისწინებით, თბილისის ბიუჯეტში 50 მილიონზე მეტი ლარის ცვლილება შედის.
დეპუტატმა 18-მილიონიანი სესხის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ თანხების გონივრულად ხარჯვის შემთხვევაში, ამ სესხის აღების აუცილებლობა არ იქნებოდა.
„საგზაო მიმართულებებით თბილისის მერიას 65-მილიონიანი ბიუჯეტი უკვე ჰქონდა. ეჭვს ბადებს თანხების ისეთი პროგრამებისთვის მოკლება, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, იქნება ეს ბენათმესაკუთრებათა ამხანაგობებისა თუ გამწვანების პროგრამები’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თამაზ შოშიაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, თუ სტიქიური უბედურების ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხების ნაწილი წარმომადგენლობითი და აღმასრულებითი ხელისუფლების ხარჯებისთვის გათვალისწინებული 88 მილიონი ლარიდან გამოიყოფა.