მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს

თბილისში, ზაჰესთან, მდინარე მტკვარში მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე მტკვარში სათევზაოდ შევიდა და წყალმა გაიტაცა. ისინი შველას ითხოვდნენ. მაშველებმა ორივე მათგანი გადაარჩინეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, გადარჩენილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ოდნავ წნევა აქვთ მომატებული და ემოციური ფონი შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები