ირაკლი აბუსერიძე სპეციალისტებთან ერთად ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის გეოლოგიურ მდგომარეობას გაეცნო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორს, გიორგი დვალაშვილს შეხვდა და სპეციალისტთან ერთად ვაზისუბანსა და მე-8 ლეგიონში არსებულ გეოლოგიურ მდგომარეობას გაეცნო.
საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა გეოლოგთან ერთად ვაზისუბანში არსებული ხევი დაათვალიერა. როგორც გეომორფოლოგმა განაცხადა, აღნიშნულ ხევში ჩაედინება ვაზის წყალი, რომელიც სათავეს მახათის სამონასტრო კომპლექსიდან იღებს, გადის ვაზისუბნის ხევში და უერთდება უძოს ქუჩის კოლექტორს.
“ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე, შევისწავლოთ პრობლემები, შევაფასოთ მოსალოდნელი რისკები, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედია”, -განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები