2015 წლის საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია

2015 წლის საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია. ტესტები ბრიტანულმა კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა. საგამოცდო ტესტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საქართველოს ფოსტის საბაჟო ტერმინალიდან ეროვნული ბანკის საცავსა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ. ტესტების ტრანსპორტირებისას დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა. საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალური პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აცხადებს, საგამოცდო ცენტრებს ტესტები გამოცდის დღეს მიეწოდება.
„წელსაც, როგორც წინა წლებში, ტესტები დაიბეჭდა დიდ ბრიტანეთში, ძალიან ცნობილ ორგანიზაციაში. ეს ორგანიზაცია სწორედ იმითი არის ცნობილი, რომ კონფიდენციალურ მასალას ბეჭდავს და ემსახურება ბევრ ქვეყანას. ასე, რომ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს, დროულად ჩამოვიდა ჩვენი საგამოცდო ტესტები და, ბუნებრივია, ტესტები გადანაწილდება საგამოცდო ქალაქებში“,- განაცხადა მიმინოშვილმა.
2015 წლის ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები