ვეფხვის მიერ მოკლული მამაკაცი დღეს საკუთარ სოფელში დაკრძალეს
ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ოთარ ცუხიშვილი მარნეულის რაიონის სოფელ საწერეთლოში დღეს დაკრძალეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილის ოჯახს ფულადი კომპენსაცია გადაეცა, სარიტუალო მომსახურების ხარჯები კი თბილისის მერიამ გაიღო.
შეგახსენებთ, ოთარ ცუხიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწერეთლოდან იყო. ის დის ოჯახთან ერთად თბილისში, ორხევის დასახლებაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ცუხიშვილის მეუღლე თურქეთში სამუშაოდ იმყოფება, მათ შვილები არ ჰყავდათ.