სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭებათ
სვანიძის ქუჩაზე რამდენიმე საათიანი შეზღუდვის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ სახელში შესვლის უფლება მისცეს.
მთელი დღის განმავლობაში სტიქიის შედეგად დაზარალებულების უძრავი ქონების აღწერა მიმდინარეობს.
არსებული მდგომარეობით უკვე აღწერილია 20 ოჯახი. როგორც დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, დადგინება ყველა დაზარალებული მოქალაქის მდგომარეობა, განისაზღვრება სტიქიის შედეგად მათთვის მიყენებული ზარალი და ამის მიხედვით მოხდება მათთვის დახმარების გაწევა.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებს ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭებათ.
“დაწყებულია სრული აღწერა და ინვენტარიზაცია იმ ზარალის, რომელიც მიადგა ჩვენს მოსახლეობას და რამდენიმე უწყება ვართ ჩართული – მერია და გამგეობა თავისთავად ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც უშუალო აზომვებს აწარმოებს, ასევე ჩვენი სამინისტრო, ჩვენ გვაქვს შემუშავებული მეთოდოლოგია რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს ანაზრაურება ასევე ჩართულია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო, რომელიც შეაფასებს იმ ზარალს, რომელიც მიადგა მოსახლეობამ და სწორედ ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.