თბილისის მოსახლეობის ნაწილს 22 -დან 23 ივნისამდე წყალმომარაგება შეუწყდება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავო ნაგებობაზე, ხვალიდან, ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას იწყებს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, 22 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, სამგორის სათავე ნაგებობაზე რთული ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.
ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 ივნისის 11:00 საათიდან 23 ივნისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზემო პლატოს II მკ/რაიონს, ვაზისუბნის I , II , III , IV მ/რაიონებს, ვაზისუბნის დასახლებას, ვარკეთილის მეურნეობას(მეგობრობის გამზ. N2-დან N26-ის ჩათვლით), მაისურაძის ქუჩას, დიდ ლილოს, ნასაგურს, წინუბანს, საქნავთისა და ლილოს დასახლებებს, ლოჭინოს დასახლების N1, 2, 3 კორპუსებს, სოფ. გამარჯვების ნაწილს, ვაზიანის სამხედრო ბაზას, ორხევის (ნაწილს), ზემო პლატოს და ალექსეევკის დასახლებებს, სამხედრო დასახლების I, II და აბაშვილის ქუჩებს, კალოუბნის ქ-ის N32, 34, 36ა, 36, 38 კორპუსებს, აეროდრომის დასახლების VII – XIV ქუჩებს, ხომლელის N2, 3, 4, 5ბ, 7-ს, ჯავახეთის I და II შესახვევს, თრიალეთის ქ-ის ნაწილს კალოუბნის ქ-მდე, წულუკიძის III შესახვევს, გიორგაძის, წულუკიძის, ლაღიძის და აეროდრომის III და IV ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N36-ს, ძველი კახეთის გზატკეცილის N13, 15, 17, 19, 21, 23, 34ა, 34ბ, 34ვ კორპუსებს.